უზანესი სასამართლოს 22 თებერვლის განჩინებით, მაკა ასათიანს, სალომე ასათიანს და ლუიზა თავართქილაძე მათი კუთვნილი წილებიდან შპს "აკაში"(მერსედესის წარმომადგენლობა საქართველოში) საერთო ჯამში ჩამოერთვათ 20 %-იანი წილი, რომლის მესაკუთრედაც სასამართლომ ყოფილი პარტნიორი დავით ძოწენიძე აღიარა.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მაკა ასათიანისა და მისი ოჯახის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ განაცხადა, დავით ძოწენიძე 1996 წელს განთავისუფლებულ იქნა შპს "აკას" დირექტორის თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე და ამავე დროს, საკუთარი განცხადების საფუძველზე გავიდა პარტნიორთა რიგებიდან.
გაბუნიას თქმით, მისი თანამდებობიდა გათავისუფლების გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა დავით ძოწენიძის მხრიდან მისი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულება, კერძოდ დიდი ოდენობით ფულადი სახსრების მითვისება, რაზეც იმჟამინდელმა პარტნიორებმა არ მოახდინეს სამართლებრივი რეაგირება და არჩიეს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება.
"2007 წლის 12 დეკემბერს, (მას შემდეგ რაც მაკა ასათიანმა მკაფიოდ დააფიქსირა თავისი უარყოფითი პოზიცი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო) დავით ძოწენიძემ მიმართა შპს "აკას" და მოითხოვა პარტნიორთა კრების ჩატარება იმ პირობებში, რომ მისთვის კარგად იყო ცნობილი იმ გარემოების თაობაზე, რომ ის დიდი ხნის წინ აღარ იყო პარტნიორი. მიიღო რა უარყოფითი პასუხი, დავით ძოწენიძემ მიმართა სასამართლოს და ხანდაზმულობის ვადის გასვლის მიუხედავად, აღადგინა მისი "კუთვნილი" წილი შპს "აკაში". მიგვაჩნია, რომ სასამართლოს ამგვარი გადაწყვეტილება სცილდება ყოველგვარ სამართლებრივ ლოგიკას და დავით ძოწენიძის გამოყენებით მიმართულია მაკა ასათიანისთვის და მისი ოჯახითვის ფინანსური ზიანის მიყენებისთვის, რაც უკავშირდება მაკა ასათიანის ბოლოდროინდელ აქტივობას ტელეკომპანია მაესტროს მიმართ, რადგან ის წარმოადგენს ერთ-ერთ დამფუძნებელს და მისი დაფინანსებით მაესტრომ მოახერხა ახალი სტუდიის და მაუწყებლობის აღდგება, რაც მავანისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. აღსანიშნავია ასევე ის გარემოება, რომ წილების ამგვარმა ჩამორთმევა ქრონიკული ხასიათი მიიღო. მიმდინარე წლის 7 მარტს ასევე დანიშნულია ბატონი კალანდიას სასამართლო პროცესი, რომელიც ასევე ითხოვს 1994 წელს შეპირებულ წილს და მასაც 20 წლის თავზე გაახსენდა, რომ გააჩნია გარკვეული პრეტენზიები მაკა ასათიანის ოჯახის მიმართ", - განაცხადა გაბუნიამ.
გაბუნიას თქმით, ასათიანი და მისი ოჯახის წევრები პროკურის მხრიდან მოითხოვს, რომ აღიძრას საქმე დავით ძოწენისი მიმართ სხვისი ფუალდი სახსრების მითვისების ფაქტზე, რის გამოც ის თავის დროზე განთავისუფლების იქნა დირექტორის თანამდებობიდან.
"გამოვთქვამთ ვარაუდს, რომ დავით ძოწენიძემ შეგნებულად შეიყვანა შეცდომაში სასამართლო და მიითვისა სხვისი საკუთრება. მივმართავთ სტრასბურგის ევროსასამართლოს დარღვეული უფლების აღსადგენად. როგორც და რა ფორმითაც არ უნდა მოხდეს მაკა ასათიანის საკუთრებაში არსებული ქონების ჩამორთმევა, მაკა ასათიანი აპირებს გაათმაგებული ძალებით უზრუნველყოს ტელეკომპანია მაეტროს კეთილდღეობა", - განაცხადა გაბუნიამ.