შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს I სამმართველოს (აღმოსავლეთი) თანამშრომლებმა, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, გატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, თბილისში, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე, სომხეთის მოქალაქე არსენ ნალჩადიანი დააკავეს, რომელმაც 2012 წლის თებერვალში, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარ პუნქტის გვერდის ავლით, გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამმართლის კოდექსის 344-ე მუხლის I ნაწილით.