შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს I სამმართველოს (აღმოსავლეთი) თანამშრომლებმა, გატარებული ღონისძიებების შედეგად, .თბილისში, ქრთამის შეთავაზების ფაქტზე საქართველოს მოქალაქე მუსა კიაზუმოვი დააკავეს, რომელმაც სასაზღვრო პოლიციის N3 სამმართველოს (წითელი ხიდი) სექტორ „ჯანდარა"-ს უფროსს ვიტალი რამიშვილს ქრთამის სახით შესთავაზა 1500 ლარი, ნათესავის უკანონო გზით საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანის სანაცვლოდ. სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით დაკავება 29 თებერვალს მოხდა.
აღნიშნული ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის II ნაწილით. გამოძიებას საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს რეგიონული დანაყოფების I სამმართველოს (აღმოსავლეთი) საგამოძიებო-ოპერატიული განყოფილება აწარმოებს.