36 წლის მოსე კვინიკაძემ მეუღლე ხათუნა და მისი ძმა ზაქარია ხოლუაშვილი დანით დაჭრა და მიიმალა. ხათუნა ხოლუაშვილს ცივი იარაღით ღრმა ჭრილობა მუცლის, ხოლო მის ძმას გულმკერდის არეში აქვს მიყენებული.
დაშავებულებს სასწრაფო ოპერაცია ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში ჩაიტარდათ. თვითმხილველების თქმით, კვინიკაძე ნასვამი იყო და ცოლს შერიგებას სთხოვდა. უარის მიღების შემდეგ კი კვინიკაძემ ჯერ ქალი, შემდეგ კი მისი ძმა დაჭრა. ინიციდენტის დროს სახლში მცირეწლოვანი შვილები და დედა იმყოფებოდნენ.
ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე განზრაც მკვლელობის მცდელობის მუხლითაა აღძრული. შემთხვევა წუხელ სოფელ დიღომში სარაჯიშვილის ქუჩაზე მოხდა.