ლაგოდეხის რაიონის სოფელ მშვიდობიანში, ალაზნის ჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე, 23 წლის ქალის გვამი იპოვეს. ცხედარი ნადირისგან არის შეჭმული.
„გოგონას გვამი ტყეში შეშაზე წასულმა თანასოფლელებმა იპოვეს. გვამი ისეა დასახიჩრებული ნადირისგან, რომ ფაქტობრივად ჩონჩხია დარჩენილი. გოგონა ოჯახიდან თითქმის 2 თვეა რაც წასული იყო და არავითარი კონტაქტი აღარ ჰქონია", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ მშვიდობიანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ზაზა ქველაძემ.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. საქმეს ლაგოდეხის პოლიცია იძიებს.