სასჯელაღსრულების დაწესებულებებს პირობით ვადაზე ადრე 17 მსჯავრდებული დატოვებს. სასჯელაღსრულების სამინისტროს დასავლეთ და აღმოსავლეთ კომისიის წევრებმა მსჯავრდებულთა განაცხადები განიხილეს და 17 განცხადება დააკმაყოფილეს.
ე.წ. უდოს კომისიის სხდომები ყოველი თვის ბოლოს ტარდება.
გასულ თვეს სასჯელაღსრულების დაწესებულებები რამდენიმე ათეულმა მსჯავრდებულმა დატოვა, რომელთა შორის იყვნენ ქალები და არასრულწლოვნები. რამდენ მსჯავრდებულს შეეხება პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება, რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.
5-წევრიანი საბჭოები დაკომპლექტებულია სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებით.
საბჭოების მიერ წარდგენილ ანგარიშებს სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია, პერიოდულად, არანაკლებ სამ თვეში ერთხელ განიხილავს.