თურქეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ის ნარკოტრაფიკში ეჭვმიტანილი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან ერთად დააპატიმრეს. მისი ვინაობა ჯერჯერობით არ ხმაურდება.
სამართალდამცველებმა სულ 10 ეჭვმიტანილი აიყვანეს. მათ ნარკოტიკული საშუალება ბულგარეთიდან ჩამოჰქონდათ. ჩხრეკის შედეგად დაკავებულთა ავტომობილებში აღმოჩენილია კანაფი და ფსიქოტროპული პრეპარატი ამფეტამინი. ოთხ ეჭვმიტანილს აღკვეთის ღონისძიება უკვე შეუფარდეს, დანარჩენი 6 კი მომდევნო პროცესამდე გაათავისუფლეს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეც.