სამაშველო სამსახურის თანამშრომლების განცხადებით, გარდაცვლილი ქალი პირველადი დათვალიერებით 60 წლამდე ასაკისაა. მისი ვინაობა ჯერ დადგენილი არ არის.
ცხედარი წყალში სავარაუდოდ, რამდენიმე დღე იყო. გვამი დამცავ ფარებთან პირველად ორთაჭალის ჰესის თანამშრომლებმა შეამჩნიეს.
ამ წუთებში ადგილზე კრიმინალისტებს ელოდებიან, რომლებიც პირველად გამოკვლევას ჩაატარებენ, რის შემდეგაც ცხედარს უკვე ექსპერტიზა ჩაუტარდება.