დღეს, 27 თებერვალს, კიევის პეჩორის სასმართლო ყოფილ შს მინისტრის იური ლუცენკო განაჩენს გამოაცხადებს.
უკრაინის ყოფილმა შს მინისტრმა იური ლუცენკომ კიევის პეჩორის სასამართლოში განაცხადა, რომ მისი სისხლისსამართლებრივი დევნა - პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩის შურისძიება და "მაიდანის საჯარო დასჯაა".
უკრაინის პროკურატურა სასამართლოს იური ლუცენკოსთვის ოთხ-ნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს. უკრაინის პროკურატურის მოთხოვნის მიხედვით უნდა მოხდეს მისი ქონების კონფისკაცია და სახელმწიფო თანამდებობაზე მისი დანიშვნა სამი წლის ვადით უნდა აიკრძალოს.
ყოფილ მინისტრსა და "ნარინჯისფერი რევოლუციის" ერთ-ერთ ორგანიზატორს ბრალად ედება თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, რაც მილიციის დღის ზომაზე მეტად საზეიმოდ აღნიშვნაში გამოიხატებოდა, ასევე დარღვევები, რომლებიც ყოფილი მძღოლისთვის ბინის მიცემასა და პენსიის დარიცხვასთანაა დაკავშირებული. გამოძიება ამტკიცებს, რომ ლუცენკომ სახელმწიფოს მილიონი გრივნის ოდენობით (125 ათასი აშშ დოლარი) ზარალი მიაყენა.
ბოლო სიტყვაში, რომელიც 45 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, იური ლიცენკომ განაცხადა, რომ გენერალურმა პროკურატურამ მას "ვერც ერთი კაპიკის პირადი გამორჩენის ბრალდება ვერ წაუყენა, ისევე, როგორც ტიმოშჩენკოს საქმეში".
ლუცენკო აცხადებს, რომ იმას, რაც მისი მიმართულებით არის ინკრიმინირებული "აკეთებდა, აკეთებს და გააკეთებს ყველა მინისტრი".
"მაიდანის განმეორების შიში - ეს არის საჯარო დასჯის მიზეზი ჩემზე და ტიმოშენკოზე", _აცხადებს ლუცენკო.
"ამომრჩეველთა სიებიდან ამოვყარეთ მილიონამდე მკვდარი სული, არ დავუშვით ზედმეტი ბიულეტენების დაბეჭდვა, არ დავუშვით კარუსელები. ეს კი მათ ძალიან ძვირი დაუჯდათ. იანუკოვიჩი აცხადებდა, რომ სხვაობა მასა და ტიმოშენკოს შორის 15 % -ია, შედეგად კი სულ სხვანაირად აღმოჩნდა", _ განაცხადა ლუცენკომ სასამართლოში.
მან ყურადღება გაამახვილა, მისთვის თავისუფლების აღკვეთის ვადებზე - "პროკურორმა მოითხოვა, რომ მე გისოსებს მიღმა ზუსტად იმდენი გავატარო, რამდენით 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე დარჩა".
მან ასევე განაცხადა, რომ როდესაც იგი ხელმძღვანელობდა უკრაინის შს სამინისტროს, "თავისუფლების მაჩვენებელი მთელ უკრაინაში იყო თავისუფალი დემონსტრაციები".