ვალერი გელბახიანი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ბადრი შონიამ დაცვის მხარის შუამდგომლობა ვალერი გელბახიანის გირაოთი გათავისუფლებასთან დაკავშირებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
ადვოკატი ითხოვდა გირაოს სახით 30 000 ლარის შეფარდებას, თუმცა მოსამართლემ გირაოს თანხა 50 000 ლარით განსაზღვრა.
დაცვის მხარის შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა. პროკურორმა განაცხადა, რომ ვალერი გელბახიანი ხელს შეუშლიდა გამოძიებას და არ გამოცხადდებოდა სასამართლოში, თუმცა მოსამართლემ გაითვალისწინა ვალერი გელბახიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე ის ფაქტი, რომ გამოცხადდა გამოძიებაში და დააკმაყოფილა დაცვის მოთხოვნა.
გელბახიანი ქართველმა სამართალდამცავებმა საქართველო-სომხეთის საზღვარზე 20 თებერვალს დააკავეს. საქართველოს შსს-ის ინფორმაციით, ვალერი გელბახიანი 2008 წლის 22 იანვარს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში იქნა მიცემული დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით. 2008 წლის 2 თებერვალს ვალერი გელბახიანს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა დაპატიმრება. 2008 წლის 4 თებერვალს მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. დღეს კი, ვალერი გელბახიანი დაკავებულ იქნა სომხეთ-საქრთველოს საზღვრის გადმოკვეთის დროს".
"საქემეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილი იქნა, რომ ვალერიან გელბახიანმა ჩაიდინა დანაშაული - შეთქმულება საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად. კერძოდ: ვალერი გელბახიანმა არკადი პატარკაციშვილთან და მარინა გაბუნიასთან ერთად შეიმუშავა გეგმა, შეთქმულების გზით დაემხოთ სახელმწიფო ხელისუფლება.