შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს რეგიონული დანაყოფების II სამმართველოს (დასავლეთი) ფოთის საგამოძიებო-ოპერატიული განყოფილებისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარ სამმართველოს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ დადგენილი წესების დარღვევის ფაქტზე, უკრაინის მოქალაქე ოლენა მოისეენკო დააკავეს. რომელიც 2012 წლის 20 თებერვალს, მდ. ფსოუს მონაკვეთიდან ქ. სოხუმში შემოვიდა უკანონოდ.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე (პრიმა ერთი) მუხლით