საქართველოში ნარკოტიკების საწინააღმდეგო კამპანია იწყება. მისი მთავარი განმახორციელებელი საქართველოს პროკურატურა იქნება. დღეს ამ კამპანიის პირველი ეტაპი სტატისტიკის პრეზენტაციით დაიწყო.
სტატისტიკის მიხედვით, ნარკოდანაშაული ქვეყანაში მნიშვნელოვნად შემცირებულია. მონაცემების მიხედვით 2010 წელთან შედარებით 2011 წელს აღრიცხული ნარკოდანაშაული არის 32 % ნაკლები. ეს მონაცემები 53,1 % ით ნაკლებია 2007 წელს რეგისტრირებულ დანაშაულთან შედარებით.
ასევე, პროკურატურის კვლევის შედეგად საგრძნობლად დაკლებულია შავ ბაზარზე ე.წ. მძიმე ნარკოტიკული დანაშაულის უკანონო ბრუნვა და ასევე საგრძნობლად არის დაწეული ნარკოდანაშაულისათვის მსჯავრდებული ახალგაზრდების რიცხვი.
ასევე პროკურატურის ინფორმაციით, ნარკომომხმარებელთა ასაკი უკვე ხანდაზმული გახდა.
"ნარკოდანაშაულთან დღეს არსებული სტატისტიკური სიტუაციისა და სხვა ანალიზი, მათ შორის საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგები გვიჩვენებენ, რომ ნარკომომხმარებელთა რაოდენობამ მნიშვნელოვნად დაიკლო. ასევე კლებაა არასრულწლოვანთა რაოდენობისა ნარკოდანაშაულთან მიმართებაში", _ აცხადებს აცხადებს საქართველოს მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელევა.