ქარელის რაიონის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 37 წლის მამაკაცი, რომელიც სოფელ შილდის ტყეში 7 მეტრის ხრამში გადავარდა.
გოგიტა დინგიაშვილი შემთხვევის დროს საქონელს მწყემსავდა. როგორც მედიკოსები ამბობენ, მამაკაცს ქალა ტვინის ღია ტრავმა აღენიშნება.
მისი მდგომარეობა მძიმეა, ამიტომ კატასტროფის სამსახური მკურნალობის გასაგრძელებლად პაციენტს თბილისში დღის ბოლომდე გადმოიყვანს.