შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ღონისძიებების შედეგად, თბილისში საქართველოს მოქალაქე მანანა გორგიძე დააკავეს, რომელმაც 2010 წლის 25 ნოემბერს, ორგანიზება გაუწია, გორის რაიონიდან ქ.თბილისში, სამეწარმეო საქმიანობისათვის სასაქონლო ზედნადების გარეშე, მალულად 33000 ლარის ღირებულების მედიკამენტ „კოდელაკი"-ს 3000 ცალი ფირფიტის ტრანსპორტირებას.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე (პრიმა სამი) მუხლით.
მასალის გამოყენების პირობები