ყოფილ დეპუტატს ვალერი გელბახიანს ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება. ვალერი გელბახიანი 2008 წლის 22 იანვარს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში იქნა მიცემული დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით.
აღნუიშნული მუხლით გელბახიანს ბრალად ედება - შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად/ ხელში ჩასაგდებად. კოდექსის მიხედვით ამ დანაშაულის ჩამდენი პირი ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.
შსს-ის ინფორმაციით, 2012 წლის 20 თებერვალს ვალერი გელბახიანი დაკავებულ იქნა სომხეთ-საქრთველოს საზღვრის გადმოკვეთის დროს.
2008 წლის 2 თებერვალს ვალერი გელბახიანს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა დაპატიმრება. 2008 წლის 4 თებერვალს მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.