საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილი დეპუტატის ვალერი გელბახიანის დაკავების ფაქტი დაადასტურა. შსს-ის ინფორმაციით, 2012 წლის 20 თებერვალს ვალერი გელბახიანი დაკავებულ იქნა სომხეთ-საქრთველოს საზღვრის გადმოკვეთის დროს.
ვალერი გელბახიანი 2008 წლის 22 იანვარს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში იქნა მიცემული დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2008 წლის 2 თებერვალს ვალერი გელბახიანს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა დაპატიმრება. 2008 წლის 4 თებერვალს მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.