საქართველო-სომხეთის საზღვარზე ყოფილი დეპუტატი ვალერი გელბახიანი დააკავეს. ამის შესახებ დღეს, საგანგებო ბრიფინგზე უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გელბახიანის ოჯახი მას დღეს, დილით დაუკავშირდა, ყოფილი დეპუტატის დაკავების შესახებ აცნობა.
თარგამაძის ინფორმაციით, ვალერი გელბახიანი სადახლოს გამშვებ პუნქტზე დღეს, დილით დააკავეს, მასთან ერთად იმყოფებოდა მისი შვილი ირაკლი, რომელთან დაკავშირებაც ამ დრომდე ვერ ხერხდება.
თარგამაძის თქმით, გელბახიანის შვილი ძებნაში არ ყოფილა, თუმცა იგი დაკავებულია თუ არა ამ დრომდე უცნობია.
"ეს არის მოქმედი ხელისუფლების არაკეთილსინდისიერება და მუხანათობა.ვალერი გელბახიანს დედა ჰყავს უმძიმეს მდგომარეობაში, რომელიც საჩხერის საავადმყოფოშია მოთავსებული და გელბახიანი ხუთი წლის უნახავი დედის სანახავად ჩამოვიდა", - განაცხადა თარგამაძემ.
მისივე თქმით, სამართლებრივი თავალსაზრისით სასმართლოს ხელბახიანზე განაჩენი არ აქვს გამოტანილი და ის დამნაშავედ არ არის ცნობილი.
ამასთან, თარგამაძემ სააკაშვილს მოუწოდა, გელბახიანის პოლიტიკურ დევნას თავი დაანებოს და გაანთავისულოს.