პირველ კლინიკურ საავადმყოფოში მშობიარეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით პროფესიული რეგულირების ჯგუფი ჯანდაცვის მინისტრს ანგარიშს ორ დღეში წარუდგენს. არ გამოირიცხება, რომ ექიმებთან ერთად შ.პ.ს. "ახალი სამშობიაროს" მფლობელების პასუხისმგებლობის საკითხიც დაისვას. კლინიკაში გამოვლენილია სხვა დარღვევები მათ შორის სანიტარული ნორმები და საბჭო ამ საკითზეც მუშაობს.
"გოგო დააძინეს. მშობიარე ქალი არ უნდა იძინებდეს, უნდა იყოს ფხიზლად. როდის გარდაიცვალა გოგო ჩვენ არ ვიცით. ძალიან ვთხოვ, რომ ექპერტიზა ისე ჩატარდეს რომ გამოიკვლიონ როდის და რომელ საათზე დაიბადა ბავშვი", - განაცხადა გარდაცვლილის მამიდამ, ლარისა მარტოიანმა
შეგახსენებთ, რომ პირველი კლინიკური საავადმყოფოს სამშობიარო ბლოგში 26 წლის მშობიარე ნინო მარტოიანი გარდაიცვალა. მისმა მკურნალმა ექიმმა კი თვითმკველოლბა სცადა. დაღუპულის ახლობლები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ.