გალში 27 წლის ახალგაზრდა სავარაუდოდ კრიმინალური გარჩევის დროს დაჭრეს. ურთიერთ შელეაპარაკების ნიადაგზე შოთა ეთერიას ჭრილობები ცივი იარაღით ზურგის არეში მიაყენეს. ის გვან ღამით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქუთაისში გადმაიყვანა. ის ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. ახალგაზრდას ოპერაცია სავარაუდოდ დღეს ჩაუტარდება.
"ჩვენთან შემოსვლისას პაციენტის მდგომარეობა იყო საშუალო სიმძიმის. პაციენტს აღენიშნებოდა მარცხენა ბეჭის მიდამოში შემავალი ჭრილობა. ამავე დროს მარჯვნივ წელ-ზურგის მიდამოში რბილი ქსოვილების ნაკვეთ-ნაფლეთოვანი ჭრილობა. ამჟამად პაციენტი მოთავსებულია ქირურგიულ დეპარტამენტში და განაგრძობს დინამიკაში დაკვირვებას", - განაცხადა ექიმმა, ზანდა უტივაძემ.