ENG / RUS       12+

უხმაურო ფავორიტები და გამორჩეული ტავიანები

ვის ერგება ოქროსა და ვერცხლის "დათვები" ბერლინალეზე"?

ბერლინის 62-ე კინოფესტივალის დამთავრებამდე ორიოდე დღით ადრე მოულოდნელად გამოიკვეთა ე.წ. უხმაურო და უცნობი ფილმები, რომელთაც კრიტიკოსები გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ.

ფავორიტებს შორისაა გერმანელი რეჟიოსრის, კრისტიან პეცოლდის "ბარბარა", რომელიც 80-იანი წლების აღმოსავლეთ გერმანიის ერთ-ერთ პროვინციალურ ქალაქში მცხოვრები ექიმის, ბარბრას შესახებ მოგვითხრობს. ამ როლს თანამედროვე გერმანული კინოს ვარსკვლავი ნინა ჰოსი ასრულებს, რომელსაც ქალის მთავარი როლის შესრულებისათვის ასევე წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. თუმცა ბერლინალე ყოველთვის მოულოდნელი ფინალით გამოირჩევა ხოლმე...ასე, რომ შესაძლოა კრიტიკოსების ეს "არითმეტიკა" ზედმეტად პატრიოტულად მოგეჩვენოთ; მითუმეტეს, რომ ნინა ჰოსის კოლექციაში უკვე არის "ვერცხლის დათვი" (საუკეთესო მსახიობური ნამუშევრისათვის), რომელიც მან სამიოდე წლის წინ მიიღო ბერლინალეზე ფილმისათვის "იელა".

კრისტიან პეცოლდის ფილმი დეტალების ზუსტი აღწერით, საინტრესო თხრობით და 80-იანი წლების აღმოსავლეთ გერმანიის სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრების ცოდნით გამოირჩევა. აღმოსავლეთ ბერლიდან გამოძევებული ბარბარა, რომლის მეუღლე დასავლეთ გერმანიაშია, სისტემას არა ბრძოლას, არამედ უხმაურო პროტესტს უცხდებს. მას აჩრდილივით დასდევენ აღმოსვლეთ გეერმანიის უშიშროების, "შტაბის" წევრები, თუმცა ბარბარა შპიონივით მოუხელთებელია... ფილმის ფინალში ძლივს მოგროვილ დასავლურ გერნაულ მარკებს საკუთარ პაციენტს, ძნელადაღსაძრდელ გოგონას აძლევს და დასავლეთში გაქცევაში ეხმარება... თავად კი კლინიკაში რჩება. გამართული სცენარი და დაძაბული თხრობა, პლუს მსახიბთა კარგი ანსამბლი.
წარმატების კარგი შანსი აქვს პორტუგალიელი რეჟიოსრის მოგელ გომეშის ფილმს "ტაბუ", რომელშიც მოქმედება ჩვენს დროსა (ლისაბონში) და მეოცე საუკუნის 60-იან წლებში (პორტუგალიის ერთ-ერთი აფრიკულ კოლონიაში) ხდება. შავ-თეთრი გამოსახულება პოეტურ კადრებს ებმის, რომელშიც ფრანსუა ტრიუფოს ცნობილი ფილმის "ჟულისა და ჯიმის" გავლენა აშკარად იგრძნობა. ამას დავუმატოთ მუნჯური კინოს პოეტურობა (ფილმის მეორე ნახევარში მხოლოდ კადრსგარეშე ხმა ისმის) და 60-იანი წლების შესანიშნავი ლათინური მუსიკა. აღსანიშნავია, რომ ფილმი "ტაბუ" თითქმის ბოლო დღემდე ლიდერობდა კრიტოკოსების რეიტინგში.

არ არის გამორიცხული, რომ შვეიცარიელმა რეჟისორმა ურსულა მეიერმაც ფილმისთვის "და" რაიმე მნიშვნელოვან პრიზს გამოკრას ხელი. მითუმეტეს, პრესაში უკვე გამოკრთა მოსაზრება, რომ ჟიურის თავმჯდომარემ მაიკლ ლიმ "და" დარდენების სოციალურ რეალიზმს შეადრა. თუმცა არავინ უწყის ეს მხოლოდ "მკითხაობა" იყოს, თანაც ჟიურის შემადგენლობა ჭრელი და მრავალფეროვანია. მაიკლ ლის გარდა, მასში შედიან რეჟისორები - ფრანგი ფრანსუა ოზონი და ირანელი ასგარ ფარჰადი (რომელისც გასული წლის ბერლინის კინოფესტივალის გამარჯვებულია); მსახიობები - შარლოტა გინსბურგი, ჯეკ გალაჰერი და ბარბარა ზუკოვა.

წლევანდელ ფესტივალზე მოულოდნელად სუსტი აღმოჩნდა ფრანგული პროგრამა - "მშვიდობით, დედოფალო" (რეჟიოსრი ბენუა ჟაკო) და "დაბრუნება სახლში" (ფრედერიკ ვიდო); ისევე როგორს ძალიან ცუდი შეფასება ჰქონდა ესპანურ ფილმს "კარნახი" (ანტონიო ჩავარიასი), რომელიც ბავშვების დრონელ სადისტურ ტრამვებსა და მარტივ ფსიქოანალიზს შორის მერყობს. ჩინური საკონკურსო ფილმები უფრო პოლიტიკურია. განსაკუთრებით ბერლინალეს ტრიუმფატორის, რეჟისორ ვან იუ იანის "თეთრი ცხენის დაბლობი" ისეთივე ეპიკური თხრობით და აუჩქარებელი რიტმით გამოირჩევა, როგორც ფილმი "ტუიას ქორწინება". სწორედ ამ ფილმისათვის გადაეცა მას 2007 წელს "ოქროს დათვი". ასევე ცნობილი ჩინელი რეჟიორის, ჩჟან იმოუს ფილმი "ყვავილების ომი" 1937 წელს იაპონიის მიერ ჩინეთის ქალაქ ნანკინის ოკუპაციას ასახავს. აღსანისნავია, რომ ერთ-ერთ მთავარ როლს ამერიკელი კინიოვარსკვლავი კრიტიან ბალე ასრულებს.

ფილმი მეოცე საუკუნის ჩინური პროვინციის ერთგვარი "პოლიტიკური დიაგრამაა", რომელსიც რევოლუციები და სისიტიკე ერთმანეთს ცვლის. ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით, ფილმი ბერნარდო ბერტოლუჩის "მეოცე საუკუნის" მიბაძვით არის გადაღებული. რუსები კი მასში ანდრეი კონჩალოვსკის "სიბირიადას" გავლენას ხედავენ...მოკლედ, როგორც ჩვენი ძალიან კარგი პოეტი იყტოდა - "ყველას რაიმე აქვ სახსოვარი"...

სუბიექტური შეხედულებანი კი გვკარნახობს, რომ ყველაზე სამართლიანი იქნება თუ ბერლინალეზე პაოლო და ვიტორიო ტავიანების ფილმი გაიმარჯვებს - მიუხედავად ყველა პირობითობისა ფილმი "კეისარი უნდა მოკვდეს!" წლევანდელ უღიმღამო პროგრამის ფონზე მაინც საუკეთესოა.

 

ავტორი: . .