15 წლის ანდრო ლაგვილავას ძებნა დღეს დილიდან განახლდა. სოფელ რუხში დაკარგული სამძებრო სამუშაოაებში მაშველები თანასოფლელები და ნათესავები არიან ჩართული. ანდრო ლაგვილავა სამი დღის წინ საღამოს სახლიდან რძის მოსატანად წავიდა და სახლში აღარ დაბრუნებულა.
დაკარგულის ახლობლები ამბობენ, რომ ბავშვი ეპილეფსიით იყო დაავადებული. ოჯახის წევრები რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ. ერთ-ერთი ვერსიით, ბავშვი, შესაძლოა, აფხაზებს გაეტაცებინათ, მეორე ვერსიით კი, ის, შესაძლოა, მდინარე რუხისწყალში ჩავარდნილიყო.