საპარლამენტო არჩევნების მიმდინარე წლის მაისში ჩატარების მოთხოვნით, დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შევა . ამ მოთხოვნით სარჩელს არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალი თაობა - ახალი ინიციატივა" წარადგენს.
ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მიხეილ დევდარიანის თქმით, სარჩელის შეტანის მოტივი კონსტიტუციით დადგენილი ვადების დარღვევაა.
კერძოდ, არჩევნების შემოდგომაზე ჩატარების შემთხვევაში მოქმედ პარლამენტს მუშაობის ვადა 6 თვით ეზრდება და 4 წლის ნაცვლად 4 წელი 6 თვე გამოსდის.
"დარღვევები საპრეზიდენტო ვადებსაც ეხება. სახელმწიფოს სათავეში პრეზიდენტის ყოფნის ვადა 5 წლით არის განსაზღვრული, თუმცა, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებით, მოქმედ პრეზიდენტს პოსტზე ყოფნა 5 წლით და 10 თვით უწევს", - აცხადებს დევდარიანი და აღნიშNავს, რომ მისმა ორგანიზაციამ ვადების დაზუსტების მოთხოვნით რამდენჯერმე პარლამენტსაც მიმართა, თუმცა უშედეგოდ. ამჟამად კი, კანონიერი ვადების დადგენას საკონსტიტუციო სასამართლოში შეეცდება.