დღეს, 16 თებერვალს, ნორვეგიის სასამართლო ანდრეს ბრეივიკს ვერდიქტს გამოუტანს. სხდომას გადარჩენილი ქართველი სტუდენტი ნათია ჩხეტიანი დაესწრება.
ბრალდებული, რომლის მოწყობილ ტერაქტს 103 ადამიანი ემსხვერპლა, დანაშაულს აღიარებს.
შეგახსენებთ, რომ 22 ივლისს ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში და კუნძულ უტოიაზე, ტერორისტის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების გამო, 103 ადამიანი დაიღუპა და 150 დაშავდა. დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქე, 23 წლის თამთა ლიპარტელიანიც იყო.