ENG / RUS       12+

ბერლინალე-62 – მარი-ანტუანეტა, მარგარეტ ტეტჩერი, შექსპირი და .... ტერორისტები

თუ ვინმეს ჯერ კიდევ ჰქონდა ილუზია, რომ ბერლინალე ტრადიციას დაარღვევდა, ცხადია იმედგაცრუება ელოდა. მერე რა, რომ წლევანდელი ფესტივალის გახსნას ოდნავ დაჰკრავდა გლამურის და სამპანურის სურნელი. საფრანგეთის ყველაზე ცნობილი და ყველაზე ტრაგიკული დედოფალი, მარია-ანტუანეტა ალბათ იმსახურებდა წითელ ხალიჩას! სწორედ ფრანგი რეჟიოსრის, ბენუა ჟაკოს ფილმით "მშვიდობით, დედოფალო", რომელიც მარია-ანტუანეტას გილიოტინამდე დარჩენილ 48 საათს აღწერს, გაიხსნა ბერლინის 62-ე საერთაშორისო კინოფესტივალი. ეს ცოტა არ იყოს კანის კინოფესტივალისადმი გაპაექრებას ჰგავადა. ორიოდე წლის წინ, სწორედ სოფია კოპოლას ფილმით "ანტუანეტა" (სადაც მთავარ როლს დღეს უკვე კარგად ცნობილი კირტესნ დანსტი ასრულებდა) გაიხსნა კანის ფესტივალი.

ბენუა ჟაკოს ფილმი ნაკლებად ამბიციური და ქვეტექსტებით უფრო საინტერესოა. მარია ანტუანეტას გერმანელი მსახიობი დაიან კრუგერი ასრულებს, რომლის მელანქოლია და მსუბუქი იდუმალება მალე ხდება მომაბეზრებელი. თუმცა ფილმი არა იმენად მარია-ანტუანეტას ტრაგედიას აღწერს, რამდენადაც მისი ერთგული მსახურისა და სასახლის კარზე მიღებული სიდინი ლაბორდის (ამ როლს შესანიშნავად თანაშობს ლეა სედუ) თვალით დანახულ სასახლის გარყვნილებას, ანტუანეტას პირადულ დრამას და მის შეცდომას. სწორედ სიდონის გადააცმევენ დედოფლის სამოსს, რათა დამშეული მოსახლეობის მრისხანებისგან იხსნან ლუი XVI-ის მეუღლე, საძულველი მარია-ანტუანეტა, მაგრამ ამაოდ... ბედისწერა თავის დამცინავ განაჩენს მაინც გილიოტინით დაასრულებს. ისტორიისთვის კი სიდონი აღარაფერია...
ისტორია მსახურს მხოლოდ დიდების რამდენიმე საათს ჩუქნის, რათა ბოლოს არავინ გახდეს. მარივოს პიესების მსგავსად, რომელსაც სიდონი უკითხავს მარია-ანტუანეტას, მსახურები მხოლოდ პაროდიულად, კოსტიუმების გადაცმით იმეორებენ პატრონების ცხოვრებას. ისინი მხოლოდ ეპიზოდურ როლებს "თამაშობენ" საფრანგეთის ისტორიაში!

სწორედ ისტორიული და პოლიტიკური თემები იქცევს ბერლინის 62-ე ფესტივალზე მთავარ ყურადღებას. მაგალითად, ბრილანტ მენდოზას "ტყვე", რომლეშიც მოთხრობილია მალაიზიის დედაქლში მომხდარი ნამდვილი ამბის ვერსია - 2001 წელს ტერორისტებმა როგორ აიყვანეს მძევლებად სასტუმროს მაცხოვრებლები; ან ცნობილი ჩინელი რეჟიოსრის, ჩანგ იმოუს "ყვავილების ომები", რომელშიც მოთხრობილია 1937 წელს იაპონელი ჯარისკაცების მიერ ჩინეთის დედაქალაის ოკუპაციის შესახებ. პოეზია და სისასტიკე, სისხლი და ყვავილები აქ ერთმანეთს ისე ავსებს, როგორც ფილმში ნაჩვენები კათოლიკური ტაძარის სიდიადე და ნანგევებად ქცეული ქალაქი ნანკინი. იაპონელი ჯარისკაცების სადიზმი ოდნავ გადაჭარბებულია, ხოლო ფილმში ნაჩვენები მეძავი ქალების მოულოდნელი პატრიოტული თავგანწირვა ნაკლებად დამაჯერებლად გამოიყურება.

მეოცე საუკუნის ბრიტანული ისტორიის ერთ-ერთ მთავარ პერსონას - მარგარეტ ტეტჩერს უძღვნის ფილმს რეჟისორი პილიდა ლოიდი, რომელშიც მთავარ როლს მერილ სტრიპი თამაშობს და ამით უკვე ყველაფერი გასაგები ხდება! მარგარეტ ტეტჩეტის ცხოვრების ფრაგმენტებს და მოგონებებს რეჟისორი ერთგავრი ასოციაციებით უყრის თავს, რაშიც გამართული მონტაჟიც ეხმარება. აღსანიშნავია ძალიან კარგი კოსტიუმები და გრიმი. რაც შეეხება მერილ სტრიპს, მისი შინაგანი გარდასახვის უნარი ისევ გაოცებას იწვევს. არ არის გამორიცხული ამ როლით ლეგენდარულმა ამერიკელმა მსახიობმა თებერვლის ბოლოს კვალავ მოიპოვოს "ოსკარი" (ის წარდგენილია ნომინაციაში "ქალის საუკეთესო მთავარი როლი"). პოლიტიკურ თემას, უფრო ზუსტად 11 სექტემბერ ეხმაურება სტივენ დალდრის "საშინლად ხმამაღლა და ზედმეტად ახლოს", რომელშიც მთავარ როლებს ტომ ჰენქსი და სანდრა ბალოკი ასრულებენ. ლეგენრადული შვედი მსახიობი, 82 წლის მაქს-ფონ სიუდოვი მეორეხარისხოვანი როლისათვის ასევე წარდგენილია წლევანდელი "ოსკარის" ნომინაციაზე.

სადაც შექსპირია, იქ პოლიტიკაა და სადაც ეპიკური თხრობა - ის ძმები პაოლო და ვიტორიო ტავიანები. მათი ფილმი "კეისარი უნდა მოკვდეს" ალბათ ბერლინალეს ერთ-ერთი ფავორიტია. ყოველ შემთხვევაში პირველი სამი დღის განმავლობაში ფილმ კრიტიკოსების საუკეთესი შეფასება ერგო. ციხეში, რელურ პატიმრებთან ერთად ერთ-ერთი რეჟიოსრი შექსპირის "იულიუს კეისარს" დგამს და ჩვენს თვალწინ სხვადასხვა დანაშაულებებისათვის მსჯავრდებულები გადაიქცევიამ კეისრად, ბრუტოსად თუ მარსელუსად. ძალიან ხშირად პრინციპი - თეატრი კინოში ხელოვნურად გამოიყურება, თუმცა დიდმა რეჟისორებმა მოახერხეს და არაპროფესიონალი პატიმრებისაგან მსახიობური ნამუშევრები შექმნეს, რაც საოცარ შთაბეჭდუილებას ტოვებს. განსაკუთრებით ძველი რომის პირობითად გათამაშებული სცენები საპატიმროში.

ასე რომ, შექსპირი ციხეშიც შეიძლება უკვდავი იყოს, ხოლო ეშაფოტზე ასული მარია-ანტუნაეტას ისტორია დღეს უკვე 11 სექტერმრის ამბებმა დაასრულოს. პურისა და სანახაობის ნაცვლად კი სულ უფრო აქტუალური ხდება სისხლი და სანახაობა!

 

 

 

ავტორი: . .