ლაგოდეხის რაიონის მდინარე არეშში 47 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვნეს. ზაზა ბუთიაშვილს ოჯახი კვირის შემდეგ ეძებდა.
გარდაცვლილის ახლობლების თქმით, იგი სოფელ გიორგეთში ბიძასთან იმყოფებოდა და სახლში ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში აღარ დაბრუნებულა.
დეტალები უცნობია. ცხედარს პირველადი დათვალიერებისას ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება. საქმეს ლაგოდეხის პოლიცია იძიებს.