სოხუმში მყოფი ოთხი ქართველი მეზღვაური დახმარებას ითხოვს. ისინი ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის პორტში ერთი წელია იმყოფებიან. გიორგი საბანაძე, მანუჩარ ბოლქვაძე, აზიზ ვარშანიძე და სულხან ცეცხლაძე კომპანია სტარ ენ შიპინგის კუთვნილ გემზე 2011 წლის 21 თებერვალს ავიდნენ.
მათ ოჯახების ინფორმაციით, ისინი ოკუპირებული აფხაზეთის ტეროტორიაზე მოტყუებით, კანონის დარღვევითა და თაღლითური გზით შეიყვანეს. მეზღვაურებს გასამრჯელოს სახით ამ დრომდე არაფერი არ მიუღიათ. ახლობლები მომხადრში დამსაქმებეს, ლაურა ჩადუნელს ადანაშაულებენ.
თუმცა თავად ჩადუნელი აცხადებს, რომ მეზღვაუები საქართველოში რამდენიმე დღეში დაბრუნდებიან და გასამრჯელოსაც მიიღებენ.
სოხუმის პორტში დაკავებული მეზღვაურების კადრები, საოკუპაციო რეჟიმის ტელევიზამ გაავრცელა.