დღეს გამთენიისას ფალიაშვილის ქუჩაზე 22 წლის ახალგაზრდა დაჭრეს. თავდასხმა ნიკა მახვილაძეზე ცეცხლსასროლი იარაღიდან განხორციელდა. მეზობლები ამბობენ, რომ ჩხუბის ხმა არ გაუგიათ, ამ დრომდე უცნობია თუ რა გახდა ურთიერთშელაპარაკების მიზეზი. მოზარდებს შორის დაპირისპირება რეტორან "სენატის" მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო.
22 წლის ახალგაზრდის გადარჩენას ახლა თბილისში ინგოროყვას სახელობის კლინიკის ექიმები ცდილობენ. მას ჭრილობები გულმკერდის არეში აქვს მიყენებული. ნიკა მახვილაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის მძიმეა. იგი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.