საქართველოს პოლიციამ საქართველოში ისრაელის ელჩის იცხაკ გერბერგის პირადი მძღოლის ავტომობილის ქვეშ დამონტაჟებული ასაფეთქებეული მოწყობილობა გააუვნებელყო. ტელეკომპანია "რეალ-ტვ"-ს ინფორმაციით, ისრაელის ელჩის მძღოლმა რომან ხაჩატურიანმა ავტომობილის ქვეშ სკოჩით ამოკლური შავი პაკეტი შენიშნა. მას სწრაფად გამოძახა საპატრულო პოლიცია, რომელმაც თავის მხრივ განმანაღმველები გამოიძახა. პაკეტში აღმოჩნდა ყუმბარა, რომელიც მალევე გააუვნებელყვეს.
ამჟამად, სპეციალურ სამსახურებს ავტომობილი სპეციალურ სადგომზე გადაჰყავთ. კრიმინალისტები მას სწავლობენ.
ისრაელის საელჩო ამ დრომდე არავითარ კომენტარს არ აკეთებს. აღსანიშნავია, რომ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნაღმი ასევე ინდოეთის ქალაქ დელიში არსებულ ისრაელის საელჩოსთან აფეთქდა. დელიში მომხდარი აფეთქების დროს ორი ადამიანი დაშავდა. დელიში ნაღმი ისრაელის საელჩოს ავტომობილის ახლოს აფეთქედა და ავტომობილს ცეცხლი წაეკიდა.