იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კორუფციის ბრალდებით, დაკავებულია მთავარი პროკურატურის პროკურორი კახა ცნობილაძე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ უკანონო შემოსავლების მიღების მიზნით, მან შექმნა საკუთარი იურიდიული კომპანია, სადაც იურიდიული მომსახურების მისაღებად ამისამართებდა თავის წარმოებაში არსებულ საქმეებში ბრალდებულის სტატუსის მქონე პირებს და მათთვის საშეღავათო პირობების დაპირების სანაცვლოდ, იღებდა ფულად გასამრჯელოს.
"ჩვენ ვართ მიუკერძოებელნი საკუთარი უწყების თანამშრომელთა მიმართ, რითაც ვიცავთ საზოგადოების ინტერესებს", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავცელებულ განცხადებაში.