ილტოს ხეობაში ტრანსპორტის მოძრაობა ისევ შეფერხებულია. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განუცხადეს, ხეობაში შესასვლელი გზა თოვლისგან სამჯერ გაწმინდეს, თუმცა შაბათ-კვირას ამოვარდნილმა ქარმა თოვლი გზებზე ისევ გაფანტა და მოძრაობა ისევ შეზღუდულია.
გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტითაა შესაძლებელი.
ილტოს ხეობის ხუთი სოფელი დიდთოვლობის გამო რამდენიმე დღეს გარესამყაროს იყო მოწყვეტილი.