სოფიკო ნიკოლაშვილის საქმეს გრიფი „საიდუმლო" არ ადევს, ნათქვამია საქართველოს მთავარმა პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„მკვლელობის მცდელობისთვის, ასევე იარაღის უკანონო ტარებისთვის ბრალდებულ სოფო ნიკოლაშვილის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს გრიფით „საიდუმლო" არ ადევს", - აღნიშნულია განცხადებაში.
პროკურატურა აცხადებს, რომ სოფო ნიკოლიშვილის დაკავებიდან, კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურა ღიად ჩატარდა.
"მხარეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქმეში არსებულ მასალებს. ღია იყო სასამართლო სხდომა, სადაც მტკიცებულებების განხილვა მხარეების თანდასწრებით მოხდა. მიმდინარეობს გამოძიება. აღნიშნულ საქმეზე დაინტერესებული მხარეებისთვის ინფორმაცია მომავალშიც იქნება ხელმისაწვდომი", - აღნიშნავს მთავარი პროკურატურა.