ცნობილ ექიმბაშსს დომენტი გაგნიძეს, რომელსაც ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 246-ე, 192-ე და 362 -ე მუხლებით ედება, აღკვეთ ღონისძიებად გირაო შეეფარდა.
ფინანსთა სამინისტროს, საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, უკანონო საექიმო, ფარმაცევტული და სამეწარმეო საქმიანობის და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე საგამოძიძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება შპს ,,დომენტი გაგნიძის სამკურნალო ცენტრი"-ს ხელმძღვანელ ე.წ. სახალხო მკურნალ დომენტი გაგნიძის მიმართ.
დომენტი გაგნიძემ უკანონო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის შენიღბვის მიზნით, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში წარადგინა ა.ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიური ინსტიტუტის ყალბი დასკვნა, რომლის თანახმად თითქოს მის მიერ შემუშავებული პარასამკურნალო პრეპარატები „დომენტოლი" და „გაგენოლი" გამოცდილი იქნა და დადებითი შედეგი მიიღო. როგორც მორფოლოგიური ინსტიტუტიდან გამოძიებას ეცნობა რეალურად მსგავსი სამედიცინო კვლევა პრერატებზე არ ჩატარებულა და დასკვნის შინაარსი არ შეესაბამება სინამდვილეს.
კუსტარული მედიკამენტებით იგი მის იმედად მყოფ ადამიანებს ატყუებდა. აღნიშნული პრეპარატების ნაწილის დამზადებას დომენტი გაგნიძე სოფელ შალაურში, ელემენტარული ჰიგიენური და სამედიცინო წესების დარღვევით, მის საცხოვრებელ სახლში კუსტარული წესით ახდენდა. პრეპარატს ფუთავდა პენიცილინის ბოთლებში.
გამოძიების მიერ დომენტი გაგნიძის სახლის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა მის მიერ დამზადებული პრეპარატების და ამ პრეპარატების დასამზადებელი მოწყობილობები, ასევე დიდი ოდენობით ნაღდი ფული.