მოსკოვში ორი ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი ედებათ ყალბი წამლებისა და სამედიცინო პრეპარატების დამზადებაში. ეს ადამიანები რუსეთის ფედერაციის რამდენიმე რეგიონში მოქმედებდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის შს სამინისტროს ეკონომიკური უსაფრთხოებისა და კორუფციისათვის წინააღმდეგობის გაწევის კომიტეტი ავრცელებს.
"ჯგუფის ორგანიზატორი 44 წლის თბილისელია - ის არის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი მსხვილი სააფთიაქო ქსელისა "ცარევა აპტეკა". ასევე გამოვლენილია მისი თანამზრახველი - უმუშევარი ქართველი", _ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში და იქვე აღნიშნულია, რომ ორივე ბრალდებული უკვე დაკავებულია.
ასევე, უკვე დადგენილია ჯგუფის სხვა მონაწილეები და მათი კორუფციულ კრიმინალური კავშირები. "შეგროვებულია მასალა ფალსიფიცირებული პროდუქციის შესახებ, სატრანსპორტო საშუალებების შესახებ, რომლებზედაც ყალბი პროდუქციის გადატანა ხორციელდებოდა. ასევე უკვე მიღებულია ყალბი პროდუქციის ნიმუშები", _ ნათქვამია რუსეთის შს სამინისტროს ეკონომიკური უსაფრთხოებისა და კორუფციისათვის წინააღმდეგობის გაწევის კომიტეტის გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიების მსვლელობისას სამართალდამცავმა ორგანოებმა ასევე აღმოაჩინეს საწარმო სადაც ფალსიფიცირებული წამლები მზადდებოდა. საწარმო მოსკოვის მეტროპოლიტენში კრიმინალური მილიციის სამმართველოს ყოფილი უფროსის აგარაკზე იყო განთავსებული.
საწარმო მოსკოვის ოლქში აღმოჩნდა, იქ იყო დანადგარები პრეპარატების დაასამზადებლად. ფხვნილი, სავარაუდოდ სახამებელი, ხარიელი კაფსულები და ყუთები. იქვე იქნა ნაპოვნი 100 ათასი უკვე დამზადებული პრეპარატ "არბიდოლის" ტაბლეტები, რომელთა ღირებულება 20 მილიორ რუბლს აჭარბებდა.
დაკავებულებს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.