ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები 18 ოქტომბეს, "ქართუ ბანკის" თანამშრომლების დაკავებასთან და ფულის გათეთრებას ბრალდებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრასთან დაკავშირებით, გამოძიებას დაწყებას მოითხოვენ. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ადვოკატმა შალვა თადუმაძემ განაცხადა, შესაბამისი მიმართვით თბილისის პროკურატურას მიმართეს.
"დაიწყოს გამოძიება და დაისაჯოს ყველა ის პირი, რომლებმაც აღძრეს სისხლის სამართლის საქმე აღნიშნული ბრალდებით, ჩაატარეს უკანონო ჩხრეკა და უკანონოდვე დაკავეს "ბანკი ქართუს" თანამშრომლები. 18 ოქტომბრის ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, უნდა მოხდეს მომხდარის გამოძიება და ყველა დამნაშავე დაისაჯოს", - განაცხადა თადუმაძემ და აღნიშნა, რომ ფულის გათეთრების მუხლით სისხლის სამართლის საქმის აღძვრას წინ კონკრეტული ბრალდებები უნდა უძღვოდეს.
ფულის კანონიერი წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტები არსებობს და საქმის აღძვრა ყოველგვარ საფუძველს იყო მოკლებული", - განმარტა თადუმაძემ.
შეგახსენებთ, რომ 18 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს "ქართუ ბანკის" თანამშრომლები, რომლებსაც საკასაციო მანქანით გადაჰქონდათ დიდი ოდენობით ფული. სამართალდამცველებმა "ბანკი ქართუს" წაართვეს ფული და საკასაციო მანქანა. ფული შემდგომში ბანკს უკან დაუბრუნდა.