ქართველი მეზღვაურები თურქი გემთმფლობელის ტვეობიდან განთავისუფლდნენ.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, უკრაინის ქალაქ ოდესაში, გემ Filippa C-ზე 21 მეზღვაური, მათ შორის 7 ქართველი 24 დღის განმავლობაში გაუსაძლის პირობებში იმყოფებოდა.
ცნობილია, რომ იანვარში სტამბულიდან წამოსული პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი მწყობრიდან გამოვიდა და ის ამ დრომდე ოდესაში იყო გაჩერებული. უკრაინაში საქართველოს საელჩოს და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ჩარევით, ამ დროისთვის ქართველი მეზღვაურები გათავისუფლებულნი არიან. ისინი სამშობლოში უახლოეს დღეებში დაბრუნდებიან.
არსებული ინფორმაციით, გემი დატვირთული იყო ნარკოტიკული ნივთიერებებით, რის გადატანასაც თურქი გემთმფლობელები სხვა ქვეყნებში ცდილობდნენ.