სიღნაღის რაიონის სოფელ ულიანოვკაში მკვლელობა მოხდა. 26 წლის შალვა ბაიდოშვილი სანადირო თოფით მოკლეს. პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული 21 ბიჭიკო ქ-შვილი დააკავა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება ერთ წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. საქმეს შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო იძიებს.