CO-თი სამი ადამიანი მოწამლა. მიზეზი წყლის გამათბობელი გახდა. დედა-შვილი და ოჯახის ახლობელი წუხელ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა, მე-5 კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების თქმით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. პაციენტებს უკვე ჩაუტარდათ მკურნალობა.
"პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, გაეწიათ სათანადო პირველადი დახმარება და პაციენტები გადაყვანილი არიან ტოქსიკუურ განყოფილებაში", - განაცხადა რეანიმატოლოგმა, რევაზ ვაჩეიშვილმა.