თბილისში გალაკტიონის ქუჩაზე შენობას ცეცხლი წაეკიდა, როგორც "ჯი-ეიჩ-ენისთვის" გახდა ცნობილი საკუჭნაოში ერთი ადამიანი ცხოვრობდა, რომლის გადარჩენა სამაშველო სამსახურმა შეძლო.
ადგილზე მობილიზებული იყო 6 სამაშველო-სახანძრო ბრიგადა.
"როგორც დავადგინეთ საკუჭნაოში ერთი კაცი ცხოვრობდა, ჯერ გაურკვეველია რატომ წაეკიდა ცეცხლი. ამას გამოძიება დაადგენს. ადგილზე 6 სამაშველო-სახანძრო იმყოფება და დროულად მოხერხდა ცეცხლის ჩაქრობა", - განაცხადა "ჯი-ეიც-ენთან საუბარში სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა.