."ჯი-ეიჩ-ენი". იტალიურმა საკალათბურთო კლუბმა „ბენეტ კანტუმ" ევროლიგაში მნიშვნელოვანი გამაჯვება მოიპოვა და მისმა ქართველმა მოთამაშეებმა ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანეს. მეორე ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში „კანტუმ" შინ 82:74 დაამარცხა თელ ავივის „მაკაბი", მანუჩარ მარკოიშვილის და გიორგი შერმადინმა კი ჯამში 24 ქულა, 12 მოხსნა, 3 პასი, 5 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვეს. სამ ტურში ორი მოგებით იტალიური კლუბი ჯგუფში მეორე ადგილზე დამკვიდრდა ევროლიგის მოქმედ ჩემპიონ „ბარსელონას" ზუსგსუკან.
„მაკაბისთან" არც შერმადინი და არც მარკოიშვილი არ ყოფილან სასტარტო ხუთეულში, მაგრამ ქართველ კალათბურთელებს თამაში წაუვიდათ და მწვრთნელმა მათ საკმაოდ სათამაშო დრო მისცა. მარკოიშვილმა 28 წუთში 11 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა, შერმადინმა კი 25 წუთში 13 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება.
H ჯგუფის მეორე შეხვედრაში ლიდერმა „ბარსელონამ" აუტსაიდერი „ჟალგირისი" 94:80 დაამარცხა.