რესპოდენტის შესახებ
- გიგა, როგორ ცხოვრობთ ქართული დიასპორა ბრიტანეთში და რამდენად მჭიდრო ურთიერთობები გაქვთ ერთმანეთთან?
- დიასპორა ჯერჯერობით საკმაოდ სუსტია, ერთადერთი გამაერთიანებელი არის საქართველოს ეკლესია, რომლის წიაღშიც ქართველები როგორც ბრიტანეთში, ასევე სხვა ქვეყნებშიც ახერხებენ ერთმანეთთან კავშირს. სხვა დიაპორებთან შედარებით, დღეს ჩვენ აშკარად გვაკლია ორგანიზებულობა. ამის ძირითადი მიზეზი მაინც საქართველოს ხელისუფლების აშკარა უყურადღებობაა დიასპორების მიმართ. სამინისტროს მხრიდან მიდის აშკარად შერჩევითი ურთიერთობა, თუ ოპოზიციურად ხარ განწყობილი, მაშინ შეხვედრებზე, რომელიც საქართველოდან ჩამოსულ ოფიციალურ პირებთან მიმდინარეობს, მოხვედრის შანსი ნაკლებია. თუმცა ასეთ შეხვედრებზე ყოფნის სურვილი დიდია, რადგან ჩვენ სადაც არ უნდა ვცხოვრობდეთ, საქართველოს ინტერესების დამცველები ვართ და არ უნდა ხდებოდეს ამ ტიპის დისკრიმინაცია.
- სხვადასხვა ქვეყნებში ემიგრირებული ქართველები ქვეყნიდან წასვლის სხვადასხვა მიზეზებს ასახელებენ. ძირითადად რაზე აპელირებენ ბრიტანეთში მყოფი ქართველები?
- ბუნებრივია აქ სოციალური პრობლემების დასაძლევად ჩამოსულთა რიცხვი დიდია. თუმცა ბოლო წლებში პოლიტიკური დევნილობის ფაქტებმა იმატა. ხალხი ვერ ეგუება საქართველოში შექმნილ სიტუაციას და ყველა ხერხით ცდილობს თავი დააღწიოს იმ რეჟიმს, რომელიც დღეს ქვეყანაშია.
- კონკრეტულად რას გულისხმობ?
- პირადად ჩემი საქართველოდან ემიგრირების მიზეზი პოლიტიკურია. ჩვენ ყველანი ვიღებდით აქტიურ მონაწილეობას ვარდების რევოლუციაში და ვიბრძოდით ქვეყანაში დემოკრატიული ფასეულობების დასამკვიდრებლად, თუმცა მოხდა საპირისპირო. მედია სრულად უზურპირებულია, ბიზნეს და პოლიტიკური გარემო მონოპოლიზებულია. ასეთ ვითარებაში კი დემოკრატიის მშენებლობა წარმოუდგენელია. ბუნებრივია ამას შევეწინააღმდეგეთ რევოლუციის შემდეგ წლებში და შედეგად, ხელისუფლება კი არ გაკეთილშობილდა და ყური კი არ მიუგდო საკუთარ ოპონენტებს, არამედ სხვაგვარად მოაზროვნეთა საკმაოდ დიდი ნაწილი აიძულა ქვეყნიდან წასულიყო.
აქ მცხოვრებ საკმაოდ ბევრ ქართველს სურს სამშობლოში დაბრუნება. თუმცა ამ ადამიანებს გათვითცნობიერებული აქვთ, რომ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პირობებში ეს პრაქტიკულად წარმოუდგენელია. საქართველოს ხელისუფლება უცხოეთიდან დაბრუნებულებს, რომელთაც ადრე პოლიტკურ დევნილობაზე ჰქონდათ განაცხადი გაკეთებული უმოწყალოდ დევნის.
- და მაინც, საიტერესოა როგორ ჩანს ბრიტანეთიდან და შესაბამისად, როგორ აფასებთ საქართველოში არსებული სიტუაციას?
- ინფორმაციის დეფიციტს ნამდვილად არ განვიცდით. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ინფრასტრუქტურა ვითარდება, თუმცა ეს ყველფერი ხდება მოქალაქეებიდან ამოღებული ჯარიმების და უმაღლესი ეშელონების არნახული კორუმპირებულობის ხარჯზე. სხვა რომ არაფერი, კვლავაც არნახულად დიდია საპროცესო გარიგებების მაჩვენებელი და ეს თანხებიც ბიუროკრატიული აპარატის შენახვას ხმარდება - ანუ ივსება ბიუჯეტი, თუმცა ღარიბდება საქართველოს მოქალაქეების ოჯახური ბიუჯეტი. როგორიც არ უნდა იყოს ქვეყანაში ინფრასტრუქტურა, იგი ვერ იქნება მიმზიდველი სანამ მთავარი ღირებულებად დამკვიდრებული არ იქნება ადამიანი და მისი უფლებები. თუ ჩვენ გვინდა ევროპული სახელმწიფო, მაშინ მიზანი უნდა იყოს ადამიანი და თუ ჩვენ გვინდა შუააზიური ტიპის სახელმწიფო მაშინ ეს უნდა იყოს განცხადებული მართველი ძალების მიერ და მოქალაქეებმა გააკეთონ არჩევანი - რა გარემოში სურთ ცხოვრება. ფაქტია, რომ ქართველ ხალხს - საქართველოს მოქალაქეებს უნდათ დემოკრატია და ევროპული სახელმწიფო. არც ისაა დასამალი, რომ საერთაშირისო ტრიბუნებიდან საქართველოს ხელისუფლება სწორად აჟღერებს საქართველოს მოსახლეობის სურვილს, მაგრამ იმავე მოსახლეობისთვის ისიც კარგადაა ცნობილი, რომ ხელისუფლება ქვეყნაში ფსევდოდემოკრატიულ, ფსევდოლიბერალურ პრინციპებს ამკვიდრებს და ფეოდალური მეტალიტეტით მართავს საკუთარ ხალხს. მოკლედ, აქედანაც ჩანს იგივე, რასაც თქვენ ყოველ წამს გრძნობთ და საკუთარ თავზე განიცდთ. შიშისა და ფსიქოლოგიურ-მორალური ტერორის ქვეშ ყოფნისას ადამიანი თითქოს ივიწყებს კიდეც საკუთარ უფლებებს, ახდენს პრინციპების ნიველირებას, მაგრამ ეს პროცესი დიდი ხანი ვერ გაგრძელდება, მით უფრო საქართველოს შემთხვევაში.
- რას გულისხმობთ? ფაქტია, რომ ხელისუფლებას ჰყავს მხარდამჭერთა არც თუ ცოტა რაოდენობა და ნებისმიერი მისი ვიზავი მმართველი პარტიისა და მისი ლიდერების მიერ განიხილლება, როგორც პოტენციურად მეორე და არანაირად პირველი. ხელისუფლლების ოპონეტებში კი რაღაც გაურკვეველი „სულისკვეთებაა" დეკლარირებენ რომ სურთ გამარჯვება, მაგრამ მეორე ნომრად ყოფნაზე ფაქტია რომ უარს არ იტყოდნენ...
- თუ არ მოგწონს, უნდა იბრძოდე მის შესაცვლელად - უინსტონ ჩერჩილის ეს სიტყვები ბრიტანეთში ბავშვებსაც კი გათავისებული აქვთ. ეს არის ქვეყანა, სადაც ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა სინერგიულად არსებობენ დიდი ხანია. მხართეძოზე წამოწილილი ბრძოლა, გარიგებები, პოლიტიკური კონფორმიზმი და სხვა მანკიერება, რომელიც ბოლო წლებში ქართული პოლიტიკური სპექტრის არც თუ მცირე ნაწილმა დაანახა საზოგადოებას მისი ინდიფერენტიზმის განმსაზღვრელი ფაქტორი გახდა. მართლა გასაკვირია როდესაც გაჰყვირიან, რომ საზოგადოება არ აქტიურობს. პირიქით, სოციალური ქსელების თვალის გადავლებაც საკმარისია იმისთვის რომ მივხდეთ რამდენად აქტიურია ქართული საზოგადოება. მოდით ვაღიაროთ ის ფაქტით, რომ საოცრად უმწეოდ და უსუსურად გაიმოყურება ქართული პოლიტიკური სიტებლიშმმენტი ორივე ფლანგზე. ქართული პოლიტიკური გონი დაბერდა და მის აზროვნება გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩარჩა.
- რას გულისხმობთ?
- თუნდაც პოლიტიკურ მესიჯებს დააკვირდით. გნებავთ მმართველი გუნდის და გნებავთ ოპოზიციის. დააკვირდით ლიდერების ურთიერთობებს. პარტიების იდეოლოგიურ ბაზას... აქედან, განსაკუთრებით ამაზრზენად ჩანს როდესაც რომელიმე პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ ის არის მემარჯვენე, ან ლიბერალი და აკეთებს ულტრამემარცხენე და ლამის ნეონაცისტურ განცხადებებს. დიახ, ქართული პოლიტიკური გონი დაბერდა და „ბებერი მგლები" პოლიტიკიდან წასვლაზე არც კი ფიქრობენ. გავიხსენოთ, მათი უმეტესობის პოლიტიკური კარიერა მიტინგებზეა დაწყებული, როდესაც ხელსაყრელ დროსა და მომენტში მოკროფონთან ახლოს აღმოჩნდნენ და ვიღაცას ისინი თვალში მოუვიდა.
_ თქვენ ახლა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთეთ. ასეთი შეფასება - ქარტული პოლიტიკური გონის დაბერების შესახებ, ჯერ არ გაკეთებულა...
- დიდ ბოდიშს მოვიხდი მაგრამ ვინ უნდა აკეთოს შეფასებები? ამას აქ დასავლეთში ანალიტიკოსები და ექსპერტები აკეთებენ. საქართველოში კი ანალიტიკოსობაზე და ექსპერტობაზე შესაძლოა პრეტენზია ბევრს ქონდეს მაგრამ უბედურება ისაა, რომ ამ ადამიანების ერთი ნაწილი ხელისუფლების რუპურია, მეორე ნაწილი კი ოპოზიციის. ქვეყანაში მართლაც არიან არა „ფესისი" მაგრამ ძალიან ჭკვიანი და გონიერი ადამიანები, თუმცა ისინი არც ხელისუფლებას სჭირდება მათი გონერების გამო, და ამავე მიზეზით ოპოციციაც უფრთხის.
- ეს ერთგვარად ბრალდებად ჟღერს ...
_ ეს ბრალდება არაა, ეს ფაქტია, რომელიც ყველასათვის ცნობილია.
- ოპონირებას გაგიწევთ და გეტყვით, რომ შორიდან ჭკუის დარიგებაც კარგია და მითითებების მიცემაც ადვილია. ამბობთ, რომ არ მოგწონთ რაღაცეები. რას აპირებთ თვად იმის შესაცველლად რაც არ მოგწონთ.. რჩევების გაცემას დიდი ბრიტანეთიდან?
- ჩვენ, გადავწყვიტეთ დავაარსოთ საინიციატივო ჯგუფი და აქედან ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ევროპულ ფასეულობებზე ორიენტირებული. პირველადი მიზანი ჩვენი ერთობის იქნება ის, რომ რეალური ინფორმაცია მივაწოდოთ საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. საქართველოს კონსტიტუციის ბოლო რედაქცია, რომელიც უმრავლესობამ მიიღო, ცხადყოფს იმას, რომ ნაციონალური მოძრაობა უვადოდო აპირებს ხელისუფლებაში დარჩენას და ეს მიუღებელია ჩვენთვის. ეს ნიშნავს კლასიკური ტიპის ავტორიტარიზმს და ამას ყველა კანონიერი გზით შევეწინააღმდეგებით.
საინიციატივო ჯგუფი თებერვლიდან იწყებს აქტიურ მოქმედებეს, შევეცდებით ევროპის სხვა ქვეყნებში არსებულ სათვისტომოებს მივაწვდინოთ ხმა და ყველანი ერთად ჩავერთოთ ჩვენი ქვეყნის სამსახურში. ბრიტანეთი არის ქვეყანა სადაც თვალნათლივ ჩანს დემოკრატიის სიკეთეები და იგივეს ვისურვებდით საქართველოსთვს, ამ შემთხვევაში სურვილი ნიშნავს იმას, რომ აუცილებალდ უნდა იმოქმედო.
„ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა თედო კოპალეიშვილი