მოსკოველმა სამართალდამცავებმა ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გარდაცვლილად ითვლებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"50 წლის "კანონიერი ქურდი" ზედმეტსახელად "კოკა" ფედერალურ გზატკეცილზე მგზავრობისას საკუთარ ავტომობილში დააკავეს. ჩხრეკისას მას ჰეროინი აღმოუჩინეს. დაკავებული ორგანიზებული დანაშაულებრივი ეთნიკური ჯგუფის ლიდერი იყო", _ იუწყებიან რუსი სამართალდამცავები და აღნიშნავენ, რომ საკუთარ სამშობლოში, საქართველოში დაკავებული 2008 წლიდან ოფიციალურად გარდაცვლილად იყო მიჩნეული.