ბრიტანული გამოცემა" სანი" სკოტლანდ იარდის მიერ ძებნილთა მონაცემებს აქვეყნებს. გამოცემამ იმ ძებნილების ფოტოები და მონაცემები გამოაქვეყნა, რომლებიც ბრიტანელმა სამართალდამცველებმა ძირითად ათეულში შეიყვანეს. მათ შორის ქართველი ტატო კაკაურიძეცაა.
გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში ნათქვამია, რომ 33 წლის კაკაურიძე დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. კონტაქტები კი მას ლიდსში, დასავლეთ იორკსა და მიმდებარე ტერიტორიებზე აქვს. სკოტლანდ იარდი მოქალაქეებს სთხოვს - იმ შემთხვევაში, თუკი კაკაურიძის ადგილსამყოფელი იციან, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ სამართალდამცველებს.