თბილისში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მომხდარ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თბილისის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ განუცხადა, დაღუპულია მოხუცი ქალი. მისი თქმით, ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში საწოლ ლოგინს გაუჩნა. გიორგაძის თქმით, მოხუცმა ან გულის შეტევა მიიღო, ან კვამლით გაიგუდა.
ადგილზე 3 სახანძრო ბრიგადა იყო მობილიზებული. ხანძრის ლიკვიდაცია სახანძრო სამსახურის მისვლის შემდეგ სწრაფადვე მოხდა.