ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელის პოლიციის განყოფილებასთან, პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს უცნობი კაცი, რომელსაც თან აღმოაჩნდა ასაფეთქებელი ნივთიერება.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერება სავარაუდოდ გადმოტანილი იქნება რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან.
შსს აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას გაავრცელებს საქმეზე ახალი დეტალების დადგენის შემდეგ.