თბილისის და გლდანი ნაძალადევის პოლიციის მიერ ერთობლივად დაკავებულია მკვლელობისთვის ბრალდებული 1976 წელს დაბადებული ლაშა შურღაია.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა ა/წ 25 იანვარს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით გულმკერდის არეში სამი ჭრილობა მიაყენა მეუღლეს, 1978 წ.დ. მაია ჩილაჩავას, რომელიც მიღებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციის მიერ ლაშა შურღაია დაკავებულ იქნა შემთხვევის ადგილზე.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 108 მუხლით.