დღეს, 25 იანვარს, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრში, თბილისის პროკურატურის ახალი შენობის გახსნის ცერემონია გაიმართება.
თანამედროვე სტანდარტების ხუთსართულიანი შენობის მშენებლობა 8 თვეში დასრულდა. მისი ავტორები ქართველი ახალგაზრდა არქიტექტორები - კომპანია "არქიტექტორი გამომგონებლების" წარმომადგელები ნიკო ჯაფარიძე, გიორგი საყვარელიძე და დევი ქიტუაშვილი არიან, კონსტრუქტორი კი - ჯონი გიგინეიშვილი.
ამას გარდა, საქართველოს მთავარ პროკურატურასა და მოლდოვის გენერალურ პროკურატურას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.