შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს რეგიონული დანაყოფების II სამმართველოს (დასავლეთი) ფოთის საგამოძიებო-ოპერატიული განყოფილების თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ დადგენილი წესების დარღვევის ფაქტზე, თურქეთის დროშით მცურავ გემ "OSMAN HASRETLER"-ის კაპიტანი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე რესულ ნიაზის ძე კარა დააკავეს, რომელმაც 2011 წლის 14 ოქტომბერს, ეკიპაჟის წევრებთან ერთად ჯგუფურად დაარღვია აფხაზეთის საზღვაო რაიონში შესვლის წესები.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე (პრიმა ერთი) მუხლის II ნაწილის "ა" ქვეპუნქტით.