მკვლელობა მოხდა მარტყოფში. წინასწარი ინფორმაციით, 50 წლის თემურ ოშაყმაშვილმა საკუთარი ბიძა მოკლა, მამა კი დაჭრა.
შემთხვევა ღამით მოხდა, როცა ეჭვმიტანილი სახლში ნასვამი მივიდა. მიზეზი, სავარაუდოდ, შელაპარაკება გახდა. როგორც ახლობლები ყვებიან, მამა-შვილი მარტო ცხოვრობდა. ბიძა ძმისშვილს 87 წლის მამის მოვლაში ეხმარებოდა და იმ ღამითაც მათთან იყო. 74 წლის მოხუცს ჭრილობა მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული, ის ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულის მამას კი ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს.
თემურ ოშაყმაშვილი სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს. ახლობლები ყვებიან, რომ მკვლელი ანტიდეპრესანტებს და ალკოჰოლს ერთდროულად იღებდა. მისი 87 წლის მამა კი სკლეროზით არის დაავადებული და მომხდარს ვერ იხსენებს. ამიტომ რა გახდა მკვლელობის მიზეზი, დეტალები ჯერჯერობით უცნობია.