საბერძნეთის სასამართლომ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდს ლაშა შუშანაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. შუშანაშვილი საპატიმროშია გადაყვანილი. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო კი მისი ექსტრადიციისათვის საჭირო დოკუმენტებს ამზადებს. შუშანაშვილის გადაცემას ითხოვს ესპანეთის მხარეც. მას ბრალი ედება ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნაში, ფულის გათეთრებასა და განზრახ მკვლელობაში.
ესპანელი სამართალდამცავების მოთხოვნით ინტერპოლი შუშანაშვილს წითელი ცირკულარით 2010 წლიდან ეძებდა.
საქართველოში კი ლაშა შუშანაშვილი გამოძალვასა და კანონიერ ქურდობაშია ბრალდებული. მის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო რამდენიმე თვეა დაუსწრებლად განიხილავს.