ცხინვალის რეგიონში მდგარმა რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ბრალდებით საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს სამი მოქალაქე დისევის დასახლებული პუნქტის ახლოს დააკავეს. ერთი კი ახალგორის რაიონის წინაგარას დასახლებულ პუნქტთან დააკავეს. ოსური მხარე დაკავებული ქართველების ვინაობას არ აკონტრეტებს. სეპარატისტები ასევე იუწყებიან, რომ "საზღვრის დამრღვევები, საქმის მომავალი გარკვევის მიზნით, სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურში გადაიყვანეს".